ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„დღეიდან საქართველომ ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების რუსეთსა და ბელარუსში რეექსპორტი აკრძალა“

დღეიდან საქართველომ ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების რუსეთსა და ბელარუსში რეექსპორტი აკრძალა.

აკრძალვა ეხება მანქანებს, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 1900 კუბურ სანტიმეტრს. ასევე, ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომანქანებს.

​შესაბამისი განკარგულება დღეს შევიდა ძალაში, EU-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში.

ცნობისთვის, 1-ელი აგვისტოდან, საქართველოს ტერიტორიიდან აიკრძალა აშშ-დან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტიც, რუსეთსა და ბელარუსში.

იტვირთბა....