ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

„არანაირი ბუნტი არ არის, ყველა თავის მოვალეობას ასრულებს“ – ნათია თურნავა სებ-ზე

[su_quote] გადაამოწმეთ ხოლმე თქვენი წყაროები და ინფორმაცია. არანაირი ბუნტი არ არის, ყველა თავის მოვალეობას ასრულებს. სიმშვიდეა და თქვენც შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. [/su_quote]

– განუცხადა სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელზე, ნათია თურნავამ „ფორმულას“.

შეგახსენებთ, დღეს თანამდებობა დატოვა ეროვნული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა, გვანცა ცქიტიშვილმა.

სებ-დან თანამდებობის პირების გადინების პროცესი უწყების ხელმძღვანელის, ნათია თურნავას ერთპიროვნული გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო.
აქამდე ეროვნულ ბანკში თანამდებობები დატოვეს ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ (ვიცე-პრეზიდენტების) და გიორგი ბაქრაძემ (პრეზიდენტის მრჩევლის).

იტვირთბა....