“საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, როგორც ასეთი, არ არსებობს… არსებობს ოლიგარქი ივანიშვილის დავალება” – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
“საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, როგორც ასეთი, არ არსებობს. არსებობს ოლიგარქი ივანიშვილის დავალება, რომლის გამხმოვანებელი და შემსრულებელიც ბრძანდება სწორედ ეს ქალბატონი და ბატონები, მის ხელისუფლებაში მოკალათებულები. არც ფარცხალაძის ეპიზოდია გამონაკლისი. მიიღო სხვა მითითება და იქცევა ასე” – განაცხადა ნათელაშვილმა.

