ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავარია ბათუმში – ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა

ცოტა ხნის წინ ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა.

როგორც ცნობილია, ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა ავტომობილის მძღოლი. ავარიის გამო დროებით შეფერებული იყო მოძრაობა ფიროსმანის ქუჩაზე.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო – batumelebi

იტვირთბა....