„ჩემი დამოკიდებულება არ არის ხოლმე დამოკიდებული იმაზე თუ ვინ როგორ შეფასებას მისცემს ამა თუ იმ მოვლენას პოსტ ფაქტუმ. ჩემი დამოკიდებულება განპირობებულია იმ რეალობითა და ფაქრებით, რომელზეც არაერთხელ ვისაუბრე. ეს შეეხება პირველ რიგში კითხვის ნიშნებს, რომელიც ბატონი პაპუაშვილის წარსულიდან მომდინარეობს და დაკავშირებულია იმ საჩუქრებზე, რომელიც მან მიიღო როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მაშინდელი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელისგან, პრეზიდენტი იყო მაშინ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და 1000 ლარად მან მიიღო პრინციპში გასაოცარი საჩუქარი. მე მაქვს კითხვა, რა გააკეთა პაპუაშვილმა ამ საჩუქრის სანაცვლოდ და ხომ არ არის დისკომფორტი მისთვის ის, რომ მისთვის ნაჩუქარ ბინაში მცხოვრები მცირეწლოვანი ბავშვები ქუჩაში დარჩნენ. მიუხედავად ამისა, პაპუაშვილი პოსტზე სექტემბრის ბოლომდე რჩება და მის უფლებამოსილებას არაფერი ემუქრება. ჩემი შეფასებები რეალურ ფაქტებზეა დამოკიდებული და არა იმაზე, მოვლენას პოსტფაქტუმ ვინ როგორ შეფასებას მისცემს” – განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია GDS-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაუაშვილმა განაცხადა, რომ ცდილობენ მის დაშანტაჟებას. პაპუაშვილმა ღიად დაადანაშაულა იუსტიციის მინისტრი შანტაჟის მცდელობაში.
დაპირისპირების საპასუხოთ, გუშინ ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოს ზეწოლაში დაადანაშაულა.