მთავარი საზოგადოება სამართალი

„სირცხვილი აღარ გაქვთ“?: ინგა გრიგოლია და ქეთი დოლიძე ერთმანეთს  დაუპირისპირდნენ

 

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია და რეჟისორი ქეთი დოლიძე  სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.  გრიგოლიას აღშფოთება რეჟისორის ფეისბუქ სტატუსმა გამოიწვია, სადაც დოლიძე  ფარული ჩანაწერების შესახებ საჯარო განცხადებებს ეხმაურება. საპასუხოდ, რეჟისორმა გრიგოლიას მიკერძოებულობაში დასდო ბრალი:

ინგა გრიგოლია: “რისი ღირსია ეხლა ეს ,,კუკარაჩა,,…….აი,ამან უნდა თქვას ქალი ვარ და ლეჩაქი მხუურავსო….ჯერ თითო სოფელს რომ ხუთი მილიონი მისცეს, ის დაითვალოს….მერე-მერიიდან და კულტურის სამინისტრიდან სულ ახლახანს მიღებული თანხები თავისი გაუგებარი ფესტივალისთვის და მერე ითვალოს სხვისი ხელფასი…..ჩვენ ამხელა მორალურ ტერორზე ვსაუბრობთ, ვუპირისპირდებით და ეს ქალი კუკარაჩა რეებს წერს, უნდა ნახოს ყველამ.. აი, ესაა გაპრავების პიკი და საზოგადოების იმ ერთიანობასთან ღია დაპირისპირება, რასაც ბოლო დღეებშია ყველა ერთად ვუპირისპირდებით… მაშ ასე, გაიცანით — კეწი დოლიძე ფარული კადრებით შანტაჟზე — დაკოპირებული ჩამიგდეს მისი სტატუსი, რომელიც მე მეძღვნება:

ქეთი დოლიძე: ,,ყველაზე ამაზრზენია ეს გაუთავებელი კომენტარები და გარჩევები. ამ ამაზრზენი კომპანიის მსხვერპლს სწორედ ისინი არ უფრთხილდებიან და იყენებენ თავისი პოპულისტური ხავილისთვის. იმის მაგივრად რომ ენა ჩაიგდონ და აღარ არჩიონ ეს ფაქტი საჯაროდ! ამაზე არ გიფიქრიათ? და ის დავიჯერო, რომ თვითონ რომ მაღალზე მაღალი ხელფასი გაქვს, შენ გეცოდება სირია და თურქეთის ტერაქტის მსხვერპლნი? გაათავეთ ეს საზიზღარი პოპულიზმი! გინდათ გამოიკვლიოთ? ამას ამდენი წივილი რად ჭირდება ღია ეთერში!!!! მიდით და გამოიკვლიეთ! ბაზრობაზე მდგარი და კრედიტის გადამხდელები გიგლეჯენ გულს? გაუყავით თქვენი ხელფასი და მორჩით ამ წივილ-კივილს… არავის თქვენი კივილის არ ეშინია!!!! მორჩა!“

ინგა გრიგოლია: p.s — ერთი რამ ვერ გავიგე მე, არავის თქვენი კივილის არ ეშინიაო,რომ წერს,რატომ მიიღო საკუთარ თავზე ჩემი მუქარა და აღშფოთება კადრების გამავრჩელებლებზე????”

ქეთი დოლიძემ ჟურნალისტს, როგორც თავად აღნიშნავს, ბოლო პოსტი მიუძღვნა:

„ეს ბოლო კომენტარი ქ-ნ ინგა გრიგოლიას: რამდენჯერმე სცადეთ, თქვენთან გადაცემაში მიგეწვიეთ, უარს გითვლიდით. 3 კვირის წინაც უარი შემოგითვალეთ, რადგან თქვენი გულწრფელობის არ მწამს. ბევრი საბუთი დამიგროვდა ამისთვის. რადგან იგივე ხერხს მიმართავთ და თქვენსას არ იშლით, კი ბატონო…

“კარგი რამ მჭირდეს, მიკვირდეს, ავი რა საკვირველია”! ფესტივალს რომ ეჭიდავებით, ქ-ნო სექსოლოგო, ესეც ააშკარავებს თქვენს მიკერძოებას. ჩემო ქ-ნო სექსოლოგო, ამდენი წლის მანძილზე ფესტივალ “საჩუქარზე” ხმა რატომ არასდროს ამოგიღიათ? 2007-ში, დილიდან “იმედს” რომ დარბევა დაემუქრა, ქეთი დოლიძე არ იყო, თქვენ რომ არ მოგშორებიათ? მე იქ არ ვიყავი, თქვენთან? იქნებ ისიც ვიკითხოთ, ვის როგორი რეიტინგი აქვს? თქვენმა ახალმა პატრონებმა დაგავალეს, რომ პირველივე გადაცემა ტვ 1-ის არხზე ჩემზე პასკვილური სიუჟეტი ყოფილიყო? სირცხვილი აღარ გაქვთ? ვინც “გმირად” მიგიჩნევთ, იმათი ასარჩევია! ჩემი ადამიანური და პროფესიონალური ღირსება რომ შელახეთ, პირადად თქვენ, ქ-ნო სექსოლოგო, ამაზე თქვენი გულშემატკივრები რატომ არაფერს ამბობენ? ამის შემდეგ წერეთ და იკითხეთ! სკანდალის მეტი არაფერი გაინტერესებთ, თორემ თეატრში და ფესტივალებზე თქვენ მე არ მინახიხართ და ამიტომ თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. მე ჩემთვის საინტერესო ადამიანებთან ვურთიერთობ! გადახედეთ ჩემი და ფესტივალის “საჩუქარი” საერთაშორისო დირექტორატის და მისი მეგობრების სიას და მიხვდებით, რამდენად მდიდარი ვარ თქვენზე!!!! Asta la Vista!“ – პასუხობს ქეთი დოლიძე ინგა გრიგოლიას.

 

იტვირთბა....