ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“გულითადად ვულოცავ ებრაელ ერს როშ ჰაშანას – ახალი წლის დადგომას” – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ებრაელ ერს როშ ჰაშანას – ახალი წლის დადგომას ულოცავს.

“გულითადად ვულოცავ ებრაელ ერს როშ ჰაშანას – ახალი წლის დადგომას. ეს დღე, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს სამყაროს შექმნას, თითოეული ებრაელისათვის არის განვლილი წლის შეჯამებისა და მომავლის იმედის დღესასწაული.
განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს – ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს, რომლებთანაც მრავალი საუკუნის ძმური თანაცხოვრება გვაკავშირებს.
ვუერთდები თქვენს სიხარულს, დაე, ეს წელი თითოეული თქვენგანისა და მთელი მსოფლიოსათვის იყოს მშვიდობის, სიკეთის, წარმატებისა და ბედნიერების მომტანი”

იტვირთბა....