რუსთაველის გამზირზე, ოპერის მიმდებარე ტერიორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი ე.წ. „დუბინკით“ სასტიკად სცემეს. როგორც “ნიუპოსტს” თვითმხილველმა განუცხადა, მამაკაცი მცირეწლოვან შვილთან ერთად ავტომობილიდან გადმოვიდა, რა დროსაც ე.წ “დუბინკით” თავის არეში დაზიანება მიაყენეს. ადგილზე სასწრაფო და საპატრულო პოლიცია გამვლელებმა გამოიძახეს. რაც შეეხება ბრალდებულს, ის ადგილიდან მიიმალა.
„მეტრონომს“ შსს-ში მომხდარი დაუდასტურეს. გამოძიება 125-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ცემას გულისხმობს. მამაკაცი საავადმყოფოდან უკვე გამოწერილია. მას ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. მიმდინარეობს გამოძიება.

