საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის ახლადდანიშნულ ელჩთან, პასკალ მონიესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის ძირითად საკითხებს და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს.
გიორგი კვირიკაშვილმა პასკალ მონიეს წარმატებები უსურვა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.