ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხომ შეიძლება პუტინის ტყვე კაცი პატიმრობაში მაინც დაასვენოთ და კიდევ მასზე არ საუბრობდეთ?” – ხაბეიშვილი

ხომ შეიძლება პუტინის ტყვე კაცი პატიმრობაში მაინც დაასვენოთ და კიდევ მასზე არ საუბრობდეთ? – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა კითხვას უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიერ პრეზიდენტობის პერიოდში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით.

“ხომ შეიძლება პუტინის ტყვე კაცი დაასვენოთ პატიმრობაში მაინც და კიდევ მასზე არ საუბრობდეთ? – უხერხულია.

დარწმუნებული ვარ, თქვენ ის თაობა ხართ, რომელმაც ქრთამის გარეშე ჩააბარა. მე ქოლგით ვიჯექი გაკვეთილზე, ვინაიდან საკლასო ოთახებში წვიმდა. არ დაიღალეთ, რომელ ბიუჯეტზეა საუბარი, რომელიც შევარდნაძის დროს არ არსებობდა, ქაღალდზე ეწერა. 10 მილიარდზე მეტი დატოვა ამ კაცმა. ერთხელ მოგიფიქრებიათ, რომ გეთქვათ მადლობა იმ პრეზიდენტს, რომელმაც დოვლათი შექმნა? ათას სისაძაგლეს იგონებდნენ. პატიმრობაშია – ყველაფერს პასუხი აქვს გაცემული“, – აღნიშნავს ხაბეიშვილი.

იტვირთბა....