ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნაღმი ბინაში არ არის” – აღსრულების ეროვნული ბიურო

აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის პაატა შამუგიას თქმით არ დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახლი დანაღმული იყო, ან 52 წლის კაცს ტანზე საბრძოლო მასალა ჰქონდა დამაგრებული.

“ნაღმი არც ამ კაცის სხეულზე და არც ბინაში არ არის, თუმცა ვინაიდან თავიდან მოვალე მხარე ამას ამბობდა, ჩვენი ვალდებულება იყო, რომ ეს გადაგვემოწმებინა, ჩვენ მივმართეთ 112-ს და არანაირი საეჭვო ბინაში არ არის. ამ წუთის მდგომარეობით მიმდინარეობს მოლაპარაკება, ჩვენ ჩართულები ვართ, მათ შორის კერძო მხარესთანაც, იმისთვის, რომ მოახერხონ მხარეებმა შეთანხმება და შესაძლოა, ორივე მხარე თუ გაითვალისწინებს, გამოსახლება გარკვეული ვადითგა დაიდოს, – ამბობს პაატა შამუგია.

ცნობისთვის, 52 წლის კაცი, რომელიც დღეს აღსრულებას ბინიდან უნდა გაესახლებინა, ამტკიცებდა, რომ სახლი დანაღმული ჰქონდა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა.

იტვირთბა....