ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კაცი, რომელსაც საცხოვრებლიდან ასახლებენ, ამტკიცებდა, რომ სახლი დანაღმული ჰქონდა

52 წლის კაცი, რომელიც დღეს აღსრულებას ბინიდან უნდა გაესახლებინა, ამტკიცებდა, რომ სახლი დანაღმული ჰქონდა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. გიორგი ფიფია უკვე რამდენიმე საითაა, მეშვიდე სართულზე, საკუთარ სახლშია ჩაკეტილი. ქალაქის ცენტრში, მრავალსართულიან კორპუსთან კინოლოგები, სასწრაფო და სახანძროო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.

“დღეს ითხოვს გიორგი ფიფია სამართლიან სასამართლოს და ითხოვს იმას, რომ მისი მტკიცებულებები ისევე თანაბარწილად იქნეს გამოკვლეული სასამართლოზე, როგორც კრედიტორის მტკიცებულებები. აცხადებს იმას, რომ მე დღეს ცოცხალი თავით არ დავტოვებ ბინასო, ეს არ ნიშნავს, რომ სხვებს ემუქრება, ეს ნიშნავს იმას, რომ ის თვითმკვლელობით იმუქრება” – ამბობს ფიფიას ადვოკატი, ცირა ჯავახიშვილი.
წყარო – “ტვ პირველი”

იტვირთბა....