ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვივა მედის“ კლინიკური დირექტორი უარყოფს ინფორმაციას, რომ ქუთაისის N2 დაწესებულებიდან მათთან 20-მდე პატიმარი გადაიყვანეს

კლინიკა “ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ქუთაისის N2 დაწესებულებიდან მათთან 20-მდე პატიმარი გადაიყვანეს – აღნიშნულის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 20 პატიმარი კლინიკა “ვივამედში” სამკურნალოდ გადაიყვანეს. ამის შესახებ ადვოკატი ლედი ტუკვაძე საუბრობდა.

უფლებადამცველი ამ დილით ქუთაისი ციხეში იმყოფებოდა. მისი განცხადებით, პროტესტი 5 კამერაში დაიწყო, პატიმრებმა თვითდაზიანებები ყურადღების მიქცევის მიზნით მიიყენეს.

იტვირთბა....