ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ასეთი ფასადად დარჩენილი და უფლებააყრილი პრეზიდენტი ჯობია ემიგრაციაში წავიდეს და იქ აქტიურობით დაეხმაროს ქვეყანას” – მამუა გამყრელიძე

“ასეთი ფასადად დარჩენილი და უფლებააყრილი პრეზიდენტი ჯობია ემიგრაციაში წავიდეს და იქ აქტიურობით დაეხმაროს ქვეყანას” – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

“ჯერ იყო და პრემიერის იმპიჩმენტის, თუნდაც სიმბოლური პროცესის დასაწყებად, ოპოზიციამ 50 ხმის მოგროვებაც კი ვერ მოახერხა პარლამენტში.
ახლა კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ფარული კენჭისყრის გამო სპეკულაციების შიშით, დარბაზში შესვლას არ აპირებენ. ერთმანეთს არ ენდობიან.
რა არის ეს თუ არა საკუთარ უსუსურობაზე ხელის მოწერა ?
მე, რომ პარლამენტარი ვიყო პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმას მივცემდი. ასეთი ფასადად დარჩენილი და უფლებააყრილი პრეზიდენტი ჯობია ემიგრაციაში წავიდეს და იქ აქტიურობით დაეხმაროს ქვეყანას. ტრიბუნას ამისთვის ევროპა მისცემს” – ნათქვამია პოსტში.

იტვირთბა....