ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წყლის გამონადენი კაშხალზე დიზაინის საზღვრებშია – კომპანიის განცხადება „შუახევიჰესზე“

“აჭარისწყალი ჯორჯია“ „მთავარი არხის“ სიუჟეტს „შუახევიჰესთან“ დაკავშირებით განცხადებით ეხმიანება. კომპანია ამბობს, რომ ჰესის ოპერირება უსაფრთხოა.

„გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ დიდაჭარის კაშხალი სტრუქტურულად მდგრადია, უსაფრთხოა ექსპლუატაციის მიმართულებით და სრულ შესაბამისობაშია ქართულ და საერთაშორისო სტანდარტებთან.

2017 წლის დასაწყისში აგებული დიდაჭარის კაშხალი პასუხობს ყველა საერთაშორისო ტექნიკურ მოთხოვნას, ხოლო ყველა კონსტრუქციას წინასწარ გაწერილი განრიგისა და პროცედურების შესაბამისად უტარდება რუტინული მომსახურების სამუშაოები.

ბეტონის დიდი კონსტრუქციები აშენებულია კონკრეტული თანმიმდევრობით, ცალკე მდგარი სექციების სახით, სადაც უზრუნველყოფილია სივრცე გაფართოებისა და შეკუმშვის პროცესებისთვის, რომლებიც გამოწვეულია ტემპერატურის ცვალებადობით. დასაშვები ოდენობით წყლის მცირე ფილტრაცია ჩვეულ მოვლენას წარმოადგენს და მისი აღმოფხვრა ხდება რუტინული მომსახურების დროს.

სხვადასხვა კონსტრუქციისთვის აუცილებელი რუტინული მომსახურება ხორციელდება გეგმის შესაბამისად. დიდაჭარის კაშხალს უტარდება უწყვეტი მონიტორინგი, რისთვისაც გამოიყენება კაშხალზე დაყენებული საუკეთესო ინსტრუმენტები და ვიზუალური ინსპექცია“ – წერს კომპანია პრესრელიზში.

იტვირთბა....