ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თსუ-ს პროტესტის ტალღამ ტექნიკურ უნივერსიტეტს მიაღწია

თსუ-ს შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტის ჯერია – პროფესორები თავიანთი უნივერსიტეტის პრობლემებზე ალაპარაკდნენ. ისინი რექტორის არჩევნების დროს ჩადენილ დანაშაულზე და კორუფციულ სქემაზე საუბრობენ.

ლექტორების ნაწილი უნივერსიტეტის რექტორად არჩილ ფრანგიშვილის მესამედ არჩევას აპროტესტებს. როგორც ისინი ამბობენ, ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლების დაბალი სტანდარტია და პროფესორებსაც დაბალი ანაზღაურება აქვთ. იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი უწყებები მათ პრობლემებზე ყურადღებას არ გაამახვილებენ ისინი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

ერთ-ერთი პირი, რომელიც უნივერისტეტის რექტორის არჩევნების გაბათილებას მოითხოვს, „ქართული ოცნების“ ვანის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატია, რომელმაც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.

იტვირთბა....