ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თამარაშვილზე ტრანსპორტის მოძრაობა 4 დღით შეიზღუდება

თამარაშვილზე ტრანსპორტის მოძრაობა 4 დღით შეიზღუდება – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

“კლდოვანი ფერდობის გამაგრების სამუშაოების გამო, თამარაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა გარკვეული დროით შეიზღუდება
კლდოვანი ფერდობის გამაგრების სამუშაოების გამო, 13-17 სექტემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე, თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
ვაჟა ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებიდან, ასევე, უნივერსიტეტის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ბაგების დასახლების მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილების გავლით, ზურაბ ავალიშვილის ქუჩაზე” – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....