ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„დაწესებულება ფუნქციონირებს აბსოლუტურად ჩვეულ რეჟიმში“ – ქუთაისის ციხეზე უწყების პრესსამსახური

infoimereti.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „ქუთაისის ციხეში მყოფმა ყველა პატიმარმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა გამოაცხადა”.

აღნიშნულ ცნობასთან დაკავშირებით „მეტრონომი“ პენიცენტიური უწყების პრესსამსახურს ესაუბრა.

„დაწესებულება ფუნქციონირებს აბსოლუტურად ჩვეულ რეჟიმში. ამ ინფორმაციას შეფასებას არ მივცემდი. ჩვენ არ ვადასტურებთ აღნიშნულ ფაქტს.

ინფორმაცია გავრცელდა შემდეგი სახით: ამბობენ, ვიღაციგან გავიგე და ა.შ. სხვა კონკრეტული არაფერი თქმულა. ზოგად საუბარზე კი კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა „მეტრონომთან“ ინტერვიუში“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა ელისო ჩაფიძემ.

იტვირთბა....