ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. გათავისუფლებულ მსჯავრდებულთაგან 2 ქალი მსჯავრდებულია“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....