ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მაროკოს მეფემ უარი თქვა საფრანგეთისგან დახმარების მიღებაზე

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენიბამ 2 800-ს გადააჭარბა. დაშავებულია 2 562 მოქალაქე.

როგორც მედია წერს, მიწისძვრის ზონის დიდი ნაწილი ძნელად მისადგომ რაიონებშია და ხელისუფლებას არ გაუკეთებია ამ ტერიტორიაზე მცხოვრები დაკარგული ადამიანების აღწერა.

მაროკოს მეფემ უარი თქვა საფრანგეთისგან დახმარების მიღებაზე. მეფე მუჰამედ VI, რომელიც ცნობილია საფრანგეთის პრეზიდენტთან ცივი ურთიერთობით საფრანგეთის დახმარების ჯგუფებისა და საფრანგეთის მთავრობის შეთავაზებებს უარყოფს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

სტიქიამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მარაკეშსა და მიმდებარე რაიონებში დაზარალდა 300 000-ზე მეტი ადამიანი.

იტვირთბა....