ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ძალიან მძიმეა ამ რეალობის აღწერა”- ხაბეიშვილი გურიაში

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერთან პაატა მანჯგალაძესთან და ადგილობრივ ლიდერებთან ერთად, “გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში, გურიაში სტიქიის ზონაში იმყოფება.

“მინდა, რომ მოკლე ინფორმაცია მოგაწოდოთ გურიაში განვითარებულ მოვლენებზე. უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა გურიაში, სამწუხაროდ არიან გარდაცვლილები, მათ შორის მცირე წლოვანი ბავშვი, ძალიან მძიმეა ამ რეალობის აღწერა და ასევე ის ადამიანები, რომლებიც გადაურჩნენ სტიქიას ასეთ მძიმე მდგომარეობაში არიან. სოფელი მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს ათობით ოჯახი და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ოთხი დღის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს შეეძლო აქ, რომ დროებითი ხიდი მოეწყო, რომ ადამიანებს არ ევლოთ მდინარით. პენსიონერები, ბავშვები დადიან ფეხით მდინარეზე, რომ მივიდნენ რაიონულ ცენტრამდე, რათა იყიდონ პირველადი მოხმარების ნივთები. უმძიმესი პრობლემაა სოფელ ჩოჩხათის თემი, რომელიც მოწყვეტილია ჩოჩხათის რაიონულ ცენტრს, ერთადერთი დამაკავშირებელი ხიდი იყო, რომელიც სტიქიამ გაანადგურა სხვა ალტერნატიული გზა არ არსებობს, არის მარტო ეს ხიდი და უკვე მეხუთე დღეა, რაც ადამიანები ასეთ მდგომარეობაში არიან და ადამიანებს პროდუქტების მოტანა უწევთ მდინარეზე ფეხით გადასვლით“ -განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

იტვირთბა....