“ქოცებს არ უნდათ სტატუსი… კი არ ვაჭრობს ან არ გამოსდის, არ უნდა…” – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
“ჩამონათვალში, სხვა საკითხებს შორის, იყო საგარეო პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, პოლარიზაცია (და ამ კუთხით ახალ ფაქტორად შეფასდა პრეზიდენტის იმპიჩმენტი) და მედია.
ბორელის წასვლისთანავე:
გამოცხადდა ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა;
იმპიჩმენტის პროცედურა ოფიციალურად დაიწყო და წარდგინება გაეგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოს;
მიშა მშვილდაძის ცემის საქმე საგამოძიებო სამსახურმა ოფიციალურად დახურა. ცხადია, არც გამოიძიებდა, მაგრამ საქმის დახურვა მომავალ წელს ამ დროსაც უპრობლემოდ შეეძლოთ. არა, მაინცდამაინც დღეს გადაწყვიტეს.
სერიიდან: ქოცებს არ უნდათ სტატუსი., კი არ ვაჭრობს ან არ გამოსდის, არ უნდა” – წერს გვარამია.