ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი შტორმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 150 ადამიანი ემსხვერპლა.
„შტორმ „დანიელის“ მიერ გამოწვეული წყალდიდობებისა და ძლიერი წვიმების შედეგად, დერნში, ჯაბალ ალ-ახდარის რეგიონში და ალ-მარჯის შემოგარენში, სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა“, – განაცხადა ქალაქ ბენგაზის ადმინისტრაციის სპიკერმა, მოჰამედ მასუდმა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამაშველო ოპერაციების მიმდინარეობის დროს დაიკარგა 7 ჯარისკაცი.