ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

EU-ს კარი ღიაა, იმედია, ქართველი ლიდერები ამ ისტორიულ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ – ბორელის მთავარი გზავნილი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, საქართველოს შესახებ წერილი გამოაქვეყნა.

მისი თქმით, EU-ს კარი ღიაა, იმედია, ქართველი ლიდერები ამ ისტორიულ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ

„ჩემი მთავარი გზავნილი საქართველოს ლიდერებისა და მოქალაქეებისთვის იყო ნათელი: საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის იმედი ჰქონდეს და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას თავის ევროპულ გზაზე და იმედი გვაქვს, რომ ქართველი ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხელიდან არ გაუშვან ეს დიდი შესაძლებლობა“, – წერს ბორელი.

იტვირთბა....