ჯანდაცვა

SOS: ტუბერკულიოზის დაავადების ნიშნები

ტუბერკულიზი – ეს ვერაგი დაავადება ნებისმიერ ადამიანს ემუქრება, რადგან გადამდებია. საუბრის, სიცილის, სიმღერის დროსაც კი გამოიყოფა დაავადებული ადამიანისგან ბაქტერიები. შესაბამისად, ტუბერკულიოზი ინფექციის შეჭრის საფუძველზე ჩნდება.

ტუბერკულიზი ვითარდება დასუსტებულ ორგანიზმში. ყოველი ასი ადამიანიდან, რომლის ორგანიზმშიც ეს მიკრობი ხვდება, მხოლოდ ათი ავადდება დასუსტებული იმუნიტეტის გამო.

ტუბერკულიზოსგან თავდაცვის საუკეთესო ხერხი ცხოვრების ჯანსაღი წესია.

რისკის ჯგფებში შედიან ადამიანები, რომელთაც ხშირი კონტაქტი აქვთ დაავადებულებთან, სოციალურად დაბალი უზრუნველყოფის ჯგუფები, აივინფექციის მატარებელნი, ჰორმონალურთერაპიაზე ან ქიმიურ თერაპიაზე მყოფი ადამიანები, ყველა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი, რადგან მათი იმუნიტეტი ასეთ დროს სუსტდება.

საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ტუბერკულიზით დაავადება მრავალრიცხოვანია. ამიტომ ყველა ახალშობილი სავალდებულოდ იცრება ამ დაავადების წინააღმდეგ.

ტუბერკულოზის ნიშნები სხვადასხვაგვარია. სისუსტე, ადვილად დაღლა, ღამე ოფლიანობა, უმადობა, გაძნელებული სუნთქვა, აჩქარებული გულის ძგერა, ტკივილი გვერდის მიდამოში, ხველა, ზოგჯერ ნახველის გამოყოფით, სისხლის ამოხველება ან ფილტვებიდან სისხლდენა, ტემპერატურა 37,2-37,5 ან 38-ზე მეტი ახასიათებს ფილტვის ტუბერკულიოზის სხვადასხვა ფორმას. დიაგნოზი კი აუცილებლად ექიმმა უნდა დასვას.

 

„პირადი ექიმი“

იტვირთბა....