8 სექტემბერს, გვიან ღამოთ, მაროკოში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
20 წუთის შემდეგ მიწისძვრას განმეორებითი 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით, ატლასის მთებში, დაფიქსირდა, ბოლო ინფორმაციით კი, მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2100-ს გადააჭარბა.