ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქართულ პოლიტიკაში ცილისწამება და ტალახის სროლა უნდა დამთავრდეს! გელოდებით სასამართლოში საბუთებით!“ – ხაზარაძე ირაკლი კობახიძეს

„ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალური ქსელით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„დღეს ბიძინამ კობახიძის პირით ახალი ბინძური პროპაგანდა წამოიწყო. თურმე მე ვიყავი წინა ხელისუფლების დროს ბიზნესის რეკეტში ჩართული. ყველაფერს აქვს საზღვარი, ეს ბინძური პროპაგანდა და ცილისწამება უნდა დამთავრდეს!
კობახიძეს ამ ბრალდების დამტკიცება მოუწევს სასამართლოში, სადაც გარანტირებულად წააგებს და პასუხს აგებს, მურუსიძეც ვერ უშველის ტრადიციულ გაყალბებაში. ასევე, თქვენი პარტიის ბოტებს და ტროლებს ჩემს მიერ “გამოსახლებული” ხალხის სიაც წამოაღებინეთ, საბუთებით, ფაქტებით…
გელოდებით! ქართულ პოლიტიკაში ცილისწამება და ტალახის სროლა უნდა დამთავრდეს! გელოდებით სასამართლოში საბუთებით!
ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze“, – წერს ის.

შეგახსენებთ, კობახიძემ განაცხადა, რომ „მამუკა ხაზარაძეზე ერთ-ერთი თანამონაწილე იყო ბიზნესის რეკეტის სქემაში, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო მაშინ დანერგილი“.

იტვირთბა....