ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ისე იშლება რადიკალური ოპოზიცია, მეშინია, შემდეგ პარლამენტში მარტო არ შევიდეთ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირების შესახებ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა.

„ისე იშლება არა მარტო „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, არამედ მთლიანად რადიკალური ოპოზიცია, რომ მეშინია, შემდეგ პარლამენტში მარტო არ შევიდეთ, გადავლახოთ ბარიერი….

თანდათანობით აქეთკენ მიდის ეს პროცესები. მთლიანობაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაშლა არის დადებით პროცესი. ბუნებრივია, ეს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას გააძლიერებს“, – თქვა მან.

იტვირთბა....