BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში რუსეთში რეგისტრირებული მანქანებით შესვლა აიკრძალა.
ევროკომისიის განმარტებით, თუნდაც პირადი მანქანით შესვლა აკრძალულ იმპორტად ჩაითვლება. რუსებს ასევე ეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში იმ საქონლისა და ნივთების შეტანა, რომელთა იმპორტი რუსეთიდან ევროკავშირში უკვე აკრძალულია. საუბარია ისეთ ნივთებზე, როგორებიცაა სმარტფონი, კომპიუტერი, ტყავი ან ბეწვეული.