“დიდი ოცეულის” სამიტის დეკლარაცია რუსეთისთვის დიპლომატიური გამარჯვება არ არის – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
“დიდი ოცეულის” ეს სამიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის იზოლაციას. “დიდი ოცეულის” წევრების აბსოლუტური უმრავლესობა გმობს უკრაინის ომს და მის გავლენას“- განაცხადა მაკრონმა სამიტის დახურვის ცერემონიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, ნიუ დელის სამიტი წარმატებით დასრულდა და დასავლეთის ქვეყნებმა მისი დღის წესრიგის „უკრაინიზაცია“ ვერ მოახერხეს.