ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიაში 2 მსუბუქი და ერთი სატვირთო მანქანა მოჰყვა. ინფორმაციას tvmonitoringi.ge ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 2 პირი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. გამოძიებ 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.