ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.

სამაშველო-სამძებრო ოპერაცია დაზარალებულ რეგიონებში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დატბორილ სოფლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვერტმფრენების დახმარებით სტიქიის ზონიდან 149 ადამიანი გამოიყვანეს. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით სულ 4 250-მდე ადამიანის სამაშველო-ევაკუაცია განხორციელდა.

იტვირთბა....