უხვმა ნალექმა გურიაში კატასტროფა გამოიწვია. სტიქიამ ერთი არასრულწოვნის სიცოცხლე შეიწირა.
დატბორილი და წაღებულია სახლები, საავტომობილო გზები. დაღუპულია 15 წლის მოზარდი. 2 დაკარგულის ძიება გრძელდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა ევროკავშირის მაღალჩინსანმა, ჯოზეფ ბორელმა, რომელიც საქართველოს ვიზიტად იმყოფება.
„ნება მიბოძეთ, გამოვხატო გულისტკივილი, გურიაში გარდაიცვალა ბავშვი მეწყრის გამო დღეს და ეს ძალიან მტკივნეულია. ძალიან მაწუხებს ფაქტი, რომ ხალხი იძებნება. იმედია ჯანმრთელს ვიპოვით ყველას“, – აღნიშნა ბორელმა.