ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მტკვარში 13 წლის მოზარდს ეძებენ – სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ავჭალის ტერიტორიაზე, მტკვარში სამძებრო სამუშაოებს ატარებენ. არსებული ინფორმაციით, მდინარეში 13 წლის ბავშვი ჩავარდა.

როგორც “მეტრონომს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ.

მაშველები სამძებრო სამუშაოებს მდინარეში უკვე რამდენიმე საათია აწარმოებენ. დამატებით დეტალებს “მეტრონომი” არკვევს.

იტვირთბა....