ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით გურიაში 2 პირი დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით გურიაში 2 პირი დააკავეს – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი ბრალდებული, ე.ბ. ქობულეთში არსებულ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” მუშაობდა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ასაღებდა.

“სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და სამუშაო ადგილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს 22 ცალი 10 მილიგრამიანი შპრიცი, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება “მეტადონი” იყო მოთავსებული. ე.ბ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია 2,5 ლიტრი “მეტადონის” ხსნარი, რომელიც სამ პლასტმასის ბოთლში იყო გადანაწილებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....