სააკაშვილი პოტენციურ წამსვლელებს წყევლის და აფრთხილებს, წასვლის შემთხვევაში, რამდენი ტალახის მოხვედრა ელოდებათ – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
“ამის შესახებ გაფრთხილებაა – ფეხი არ წაგიცდეთო, არ წახვიდეთ, თორემ დაგწყევლით და ჩემი ტელევიზიები ამ წყევლას პრაქტიკულად აღასრულებენო. სააკაშვილი პოტენციურ წამსვლელებს წყევლის და აფრთხილებს, წასვლის შემთხვევაში, რამდენი ტალახის მოხვედრა ელოდებათ. „ნაცმოძრაობაში“ დარჩენის შემთხვევაში, ყველაფერს შეჩვეული ხარ“ – განაცხადა ხვიჩიამ.