უკრაინას თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს, რადამ რუსტემ უმეროვის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. მის კანდიდატურას მხარი 338-მა დეპუტატმა დაუჭირა.
რადამ უმეროვი გუშინ, სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელიც მას გასული წლის 7 სექტემბრიდან ეკავა. რადამ გუშინვე მხარი დაუჭირა ოლექსეი რეზნიკოვის გათავისუფლებას თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან.