ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ “ცოდნისკარის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე – 1988 წ. დაბადებული მ.ხ, და 2003 წელს დაბადებული მ.უ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი” – წერია უწყების განცხადებაში.