ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“წინასწარი შეტყობინებების სისტემები ასეთ შემთხვევებში რა თქმა უნდა, მუშაობას და აუცილებელია” – გოდოლაძე

“წინასწარი შეტყობინებების სისტემები ასეთ შემთხვევებში რა თქმა უნდა, მუშაობას და აუცილებელია” – ამის შესახებ სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ განაცხადა. ის შოვის ტრაგედიიდან ერთი თვის თავზე ხელისუფლებას მიმართავს და პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.

“წინასწარი შეტყობინებების სისტემები ასეთ შემთხვევებში რა თქმა უნდა, მუშაობას და რა თქმა უნდა აუცილებელია, ეს ასე უნდა იყოს, ეს არის მსოფლიო პრაქტიკა. აგერ არის “გუგლი” ბატონო მარტივად შეიძლება “დაგუგლოთ” და ნახოთ რას ნიშნავს წინასწარი შეტყობინების სისტემები. დღევანდელ პირობებში, როდესაც ეს მეტეოროლოგიურ პირობებს ეხება ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია. ეს არის სუფთა სამეცნიერო მიდგომა, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საკადრო მომზადება და თავისუფალი სამეცნიერო სივრცე, რომელიც ასეთი საქმიანობით კავდება, ეს არის მნიშვნელოვანი, თორემ ახლა წყალი აღმა არ მიდის, დაღმა მიდის და ნუ დავიწყებთ მტკიცებას, რომ ვაშლი ქვემოთ არ ეცემა და ნიუტონის კანონებს ნუ შევცვლით” – თეა გოდოლაძე.

იტვირთბა....