უკრაინის დედაქალაქს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
6 სექტემბერს დილით ცნობილი გახდა, რომ ბლინკენი უკვე იმყოფება უკრაინის დედაქალაქში.
ღამე რუსულმა არმიამ უკრაინის ქალაქებზე საჰაერო თავდასხმები განახორციელა, მათ შორის კიევზე. საჰაერო განგაში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჩასვლამდე სულ რამდენიმე საათით ადრე შეწყდა.