სტამბოლში წყალდიდობის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქალაქის ხელმძღვანელობის თანახმად, წყალდიდობამ მსხვერპლი არნავუტკოისა და ბაშაქშეჰირის რაიონებში გამოიწვია.
გუბერნატორი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და გზებზე მოტოციკლეტით გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.