[su_quote] ჩვენ დავინახეთ სამწუხაროდ ის, რომ ადამიანი არ არის დაცული ამ ქვეყანაში. სისტემები არ არის აწყობილი ისე, რომ თითოეული მოქალაქის დაცვაზე იზრუნოს, მყისიერად იმოქმედოს. მაგრამ, ალბათ, გაცილებით მძიმე იყო ის სახე “ოცნების”, რომელიც ჩვენ დავინახეთ, ეს რაღაც ინდიფერენტული და ადამიანობისგან დაცლილი დამოკიდებულება ამ პროცესში”. [/su_quote]
– განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შოვის ტრაგედიასთან მიმართებით სახელმწიფოს რეაგირების საკითხზე დებატებისას.