ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში ე.წ. საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელი ააფეთქეს – უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის ტერიტორიაზე ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელი, იური აფანასევსკი, ააფეთქეს.

მედიის ცნობით, აფანასევსკი საკუთარ სახლში ააფეთქეს და მას მრავლობითი ჭრილობები თავის, კისრის და მუცლის არეში აქვს მიღებული და მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციაში იმყოფება.

უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აფეთქება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაცია იყო.

რუსული მედიის ინფორმაციით კი, აფეთქების შედეგად აფანასევსკის ვაჟი დაშავდა, “საბაჟოს ხელმძღვანელს” კი სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.

„საავადმყოფოში მისი შვილია და არა ის. მაგრამ თავდასხმა, სავარაუდოდ, იყო მიმართული კონკრეტულად აფანასევსკის წინააღმდეგ“, – წერს TASS.

იტვირთბა....