ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

„ჩვენთვის იმპიჩმენტი არის აბსოლუტურად წაუგებელი თამაში“ – ირაკლი კობახიძე

[su_quote] 100 ხმა არ არის ჩვენთვის მიზანი, ჩვენი მიზანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში დაადგინოს კონსტიტუციის დარღვევა. ამით გაშიშვლდება სალომე ზურაბიშვილისა და რადიკალური ოპოზიციის ალიანსი…ჩვენთვის ეს იმპიჩმენტი არის აბსოლუტურად წაუგებელი თამაში…

საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს მოგვცემს სამომავლოდაც რეაგირების საშუალებას. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, რა არის შემდგარი ფაქტი, უბრალოდ ამას სჭირდება სამართლებრივად საკონსტიტუციო სასამართლოს დადასტურება. ეს არის ჩვენი წარდგინების შინაარსი და ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი… [/su_quote]

– განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში დღევანდელი გამოსვლისას.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

დღეს კობახიძემ თქვა, რომ პარტია კონსტიტუციასთან მიმართებითაა ვალდებული, ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტმა დაარღვია, მას უპასუხოდ ვერ დატოვებენ და „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.

იტვირთბა....