საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე ისაუბრა.
მისი თქმით, ევროინტეგრაცია ექსკლუზიურად „ოცნების“ დამსახურებაა, პრეზიდენტს კი არაფერი გაუკეთებია.
„არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს – ოპოზიციას, არაფერი გაუკეთებია ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე, ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება – ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა. მჯერა, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ექნებათ საკმარისზე მეტი არგუმენტაცია იმისთვის, რომ ქვეყანას დამსახურებული სტატუსი მიანიჭონ,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია.