ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია და მთავრობის უარის მიუხედავად, დასავლეთში გაემგზავრა.

„კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა და თუ პრეზიდენტს მიანიჭებს მთავრობა უფლებამოსილებას, მხოლოდ მაგ შემთხვევაში შეუძლია პრეზიდენტს, რომ ეს უფლებამოსილება შეასრულოს.

მე ერთი თვის წინ დაახლოებით, გავუგზავნე ოფიციალური უარი ამ ვიზიტებზე და აქვე მინდა მთავრობს არგუმენტაცია მოვიყვანო.

თქვენ გახსოვთ კარგად, რომ რამდენიმე თვის წინ, ქალბატონო პრეზიდენტი გამოვიდა საჯაროდ და მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც არის დაწესებული, ვგულისხმობ 12 რეკომენდაციას და მან თქვა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს შარშან.

ამის შემდეგ, ამას ადამიანი რომ მოისმენს, არამხოლოდ მთავრობის მეთაური და მინისტრები და პარლამენტის წევრები და მმართველი გუნდის წევრები, ბუნებრივია, ჩვენ მეტი მტკიცებულება არ გვჭირდება გარდა იმისა, რომ უბრალოდ სანდოობა დაიკარგოს და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონდა არავითარი მოტივაცია, მეტსაც ვიტყვი, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან ამ განცხადების მოსმენის შემდეგ, მისთვის გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

დღეს კობახიძემ თქვა, რომ პარტია კონსტიტუციასთან მიმართებითაა ვალდებული, ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტმა დაარღვია, მას უპასუხოდ ვერ დატოვებენ და „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.

იტვირთბა....