ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მთავრობა არაეფექტურად იყენებს სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებს” – დონაძე

მთავრობა არაეფექტურად იყენებს სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებს – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ბესიკ დონაძემ განაცხადა.

“მთავრობა არაეფექტურად იყენებს სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებს და მათი არაეფექტური ქმედება აისახება მოსახლეობაზე და ღებულობს ძალიან სოლიდურ და დიდ ზარალს. მხოლოდ ამ წელს 2023 წელს მლიონ 800 ათასი ევრო დაიხარჯა სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების შესაძენად, აქედან 800 ათას ევროზე მეტი დაიხარჯა მარტის თვეში, ხოლო 900 ათას ევროზე მეტი დაიხარჯა ივნისის თვეში, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი არ აქვს, იმიტომ, რომ სისტემა ვერ მუშაობს. პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და ასევე, პასუხისმგებლობა ეკისრება ინდივიდუალურად იმ ადამიანებს, რომლებიც ამას უნდა იყენებდნენ ეფექტურად იქ ადგილზე, ადამიანები, რომლებიც უნდა მუშაობდნენ. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს დელტამ, ტავდაცვის სამინისტროს უწყებამ, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია აღნიშნული სეტყვის სააწინააღმდეგო რაკეტების გამოყენებაზე, – ამბობს ბესიკ დონაძე.

იტვირთბა....