ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აპირებთ ამ ადამიანის დაკავებას? სულ რაღაც 20 წუთი გჭირდებათ…” – ნიკა მელია ჩოხატაურში ჩავიდა

“აპირებთ ამ ადამიანის დაკავებას? სულ რაღაც 20 წუთი გჭირდებათ. მე რომ გამეკეთებინა იგივე, ხომ ვიქნებოდი აქამდე დაკავებული?” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჩოხატაურში ჩასვლის შემდგომ განაცხადა. ის გურიაში ნაცემ თანამებრძოლებს შეხვდა და პოლიციისგან თავდამსხმელების დაკავება მოითხოვა.

“ახლა ჩვენ აქ ჩამოვედით იმისთვის, რომ პასუხი მოვთხოვოთ აი, პოლიციის უფროსს, რას აპირებს? აპირებთ ამ ადამიანის დაკავებას? სულ რაღაც 20 წუთი გჭირდებათ. მე რომ გამეკეთებინა იგივე, ხომ ვიქნებოდი აქამდე დაკავებული? რას ელოდებიან? ფულს აკეთებენ, ფულს იპარავენ, თანაც ისე უნდათ ამ ფულის მოპარვა და კეთება, რომ არ უნდათ, რომ ვინმემ გააპროტესტოს და ის, რაც ჩვენ ვიხილეთ დღეს ჩოხატაური, ეს არის შიშის სინდრომი, ეს არის შიშისგან გამოწვეული ქმედება და საპასუხო მცდელობა, რომ შიშით დათგრუნონ საზოგადოება. ზეგ პარლამენტის სხდომაა, პარლამენტი იწყებს საქმიანობას. ბატონი ჩიგოგიძე ახლა გამოცხადდება ნოტარიუალურ კანტორაში ე.წ. პარლამენტში და სხვა და სხვა ღილაკებს ხელს მიაჭერს, მათ შორის, ე.წ. ალა რუსული ტიპის კანონებს და იქვე უნდა იყოს ოპოზიციაც და მინიმუმ, თავის დახრით უნდა მიესალმონ ამ კრიმინალს? ესეც ჩემთვის არის შეურაცხყოფა, შეუძლებელია კრიმინალტან იყო ერთ სივრცეში, – ამბობს ნიკა მელია.

იტვირთბა....