ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის ბიძინა ივანიშვილისა და რუსული პარტიის ბინძური თამაში – ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის ბიძინა ივანიშვილისა და რუსული პარტიის ბინძური თამაში – ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ იმპიჩმენტის საკითხი არის ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის ბინძური თამაში. ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს ეს საკითხი, მნიშვნელოვანი არ არის.
როდესაც ეს მედიაში აქტუალური საკითხია, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, რუსულ პარტიას აწყობს. ჩვენ, საზოგადოებას პასუხები გვაქვს მისაღები, მათ შორის, შოვთან დაკავშირებით, მკვლელი ხელისუფლება რომ გვყავს, ხალხს აინტერესებს შოვში ხალხი რატომ მიატოვეს.
საზოგადოებას აინტერესებს პასუხები, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, რუსული პარტია ცდილობს ეს ყველაფერი ისეთი თემებით გადაფაროს, რომელიც ჩვენი ხალხისთვის არ არის საინტერესო და აქტუალური.
რაც შეეხება უცხოურ მედიაში გასულ სიუჟეტებს და განცხადებებს, ეს არის სპეკულაცია, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ რუსულ თამაშებში ჩართვას არ აპირებს” – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

იტვირთბა....