ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომა იყო” – ფაშინიანი

უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომა იყო – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა 99,99 პროცენტით დაკავშირებული იყო რუსეთთან, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის შესყიდვის კუთხით, მაგრამ დღეს, როდესაც რუსეთს თავად სჭირდება შეიარაღება და საბრძოლო მასალა, გასაგებია, რომ რუსეთს რომც მოუნდეს, მაინც ვერ დააკმაყოფილებს სომხეთის საჭიროებებს უსაფრთხოების სფეროში. ამ მაგალითმა უნდა გვაჩვენოს, რომ უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ცენტრზე დამოკიდებულება თავისთავად იყო სტრატეგიული შეცდომა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ პოსტფაქტუმ შევიგრძენით ამ შეცდომის ნაყოფი, ჩვენ გვაქვს მცდელობები, მოვახდინოთ უსაფრთხოების სფეროში ჩვენი პოლიტიკის დივერსიფიცირება“ – განაცხადა ფაშინიანმა.

იტვირთბა....